არასამთავრობო ორგანიზაციები

პროკურორი: ცქიტიშვილის NGO-ს ჩაურიცხეს თანხა დანიშნულებით "გავიმარჯვებთ სახელოვნად"

"საბოტაჟის მცდელობის" საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში გამოიკითხა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ გამოძიების შეკითხვებზე ისაუბრა. მისი თქმით, ალეკო ცქიტიშვილის ორგანიზაციას სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირმა ჩაურიცხა თანხა დანიშნულებით, "გავიმარჯვებთ სახელოვნად". სწორედ ამ ფრაზით დაინტერესდა გამოძიება.

"აქციების პერიოდში, მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე ჩარიცხულია თანხები, მათ შორის თანხები ჩარიცხულია პოლიტიკოსების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელის მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით - "სახელოვნად გამარჯვებისთვის“.

შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, რა თანხებია, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება. ასევე, ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ იყო ორგანიზატორი და რა იყო მათი საერთო მიზანი" - ამბობს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ცქიტიშვილის გამოკითხვამდე პროკურატურამ იმავე მიზნით დაიბარა არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც.

რამდენიმე ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო. 

კომენტარები