დავით კეზერაშვილის საქმე

ბესელია კეზერაშვილის საქმეზე: ამით ალბათ არ დასრულდება, კიდევ იყო სქემები

ვფიქრობ, ამ საქმის გახსნა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ფაქტია. ამით ალბათ არ დასრულდება იმიტომ, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით კიდევ იყო სხვა კრიმინალური და დანაშაულებრივი სქემები, რომელიც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გაიხსნება. კეზერაშვილის მიმართ ამ ბრალის წარდგენა გამოძიების მიერ გამოვლენილი ფაქტებით მოხდა და ჩვენ დაველოდებით, თუ რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია დავით კეზერაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე. თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ედავებიან.

კომენტარები