ტერორიზმი

სომალიში განათლების სამინისტროზე თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განათლების სამინისტროზე თავდასხმას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის, ალ-შაბაბის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმა სწორედ ალ-შაბაბის წევრებმა განახორციელეს.

"ჩვენ შენობაში ვართ შეჭრილები და ბრძოლა კვლავ გრძელდება", - განაცხადა ალ-შაბაბის წარმომადგენელმა.

კომენტარები