ტერორიზმი

კენიამ ალ-შაბაბთან კავშირში მყოფი პირების საბანკო ანგარიშები გაყინა

AP

კენიის ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული პირის საბანკო ანგარიშები გაყინა, რადგანაც ისინი გარისას უნივერსიტეტის ტერაქტთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. კენია თვალს ადევნებს იმ პირების ფინანსურ ანგარიშებს, რომლებსაც სავარაუდოდ კავშირი აქთ ალ-შაბაბთან, ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც კენიაში მომხდარ ტერაქტზეა პასუხისმგებელი.

ამ დროისთვის, სულ 86 საბანკო ანგარიშია გაყინული, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას კენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბაბის მებრძოლები კენიაში უნივერსიტეტში შეიჭრნენ და სტუდენტები მძევლებად აიყვანეს. ტერორისტულ აქტს 150 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები