ტერორიზმი

კენიაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

AP

კენიის მთავრობამ გარისას უნივერსიტეტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი დაასახელა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილ მოჰამედ მოჰამუდზე ძებნა გამოაცხადა და მასზე ინფორმაციის მიწოდებისთვის 215 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირის ვინაობაც ცნობილია. აღსანიშნავია, რომ ტერორისტ აბდირაჰიმ აბდულაჰის მამა ჩრდილოეთ კენიაში სახელმწიფო მოხელეა. ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე, აბდულაჰი დაქარემ შვილის გაუჩინარება ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს აცნობა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ისლამისტური დაჯგუფების, ალ-შაბაბის მებრძოლები კენიაში უნივერსიტეტში შეიჭრნენ და სტუდენტები მძევლებად აიყვანეს. ტერორისტულ აქტს 150 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები