ტერორიზმი

ისლამისტების კენიის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 147 ადამიანი დაიღუპა

AP

ისლამისტური დაჯგუფება ალ შაბაბის კენიის გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 147 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 79 ადამიანი.

რამდენიმე ტერორისტი საუნივერსიტეტო ქალაქში შეიჭრა და იქ 800-ზე მეტი სტუდენტი მძევლად აიყვანა. თვითმხილველების თქმით, ტერორისტები ქრისტიან სტუდენტებს ადგილზე კლავდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმმა უნივერსიტეტის შტურმი დაიწყო, რომლის შედეგად ყველა ტერორისტი განადგურდა. ხელისუფლების განცხადებით, 500-ზე მეტი სტუდენტის გადარჩენა მოხერხდა.

გარისას უნივერსიტეტი სომალის საზღვრიდან 150 კილომეტრში მდებარეობს.

სომალიში მოქმედი დაჯგუფება ალ-შაბაბი მიზნად ქვეყანაში შარიათის დამყარებას ისახავს და კენიის ხელისუფლებისგან სომალიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს. 2013 წელს სექტემბერში დაჯგუფებამ კენიის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა მოაწყო, რასაც მაშინ 67 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

კომენტარები