ISIS

ტერორისტული დაჯგუფების, ISIS-ის წევრებმა კიდევ ოთხი ადამიანი მოკლეს

BBC.COM

ტერორისტული დაჯგუფების, ISIS-ის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებმა კიდევ ოთხი ადამიანი მოკლეს.

ერაყის ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორი რაად ალ-აზავი და მისი ძმა, ასევე სოფელ სამრას ორი მშვიდობიანი მოსახლე ტერორისტების მსხვერპლი გახდნენ.

ISIS-ის წევრებმა ოთხივე მოკლული გასულ კვირას გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ ერაყის ხელისუფლებამ აშშ-ს თხოვნით მიმართა, ISIS-თან ბრძოლაში ქვეყანას სახმელეთო ჯარებით დაეხმაროს.

ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრები  ერაყის დასავლეთით მდებარე პროვინცია ანბარის დედაქალაქ რამადიზე ახორციელებს თავდასხმებს და ქალაქში მდებარე სამხედრო ბაზები დაიკავა.

კომენტარები