ISIS

ტრამპი: დღეს ღამით აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ISIS-ის მეთაური გაანეიტრალეს

დღეს ღამით, ჩემი ბრძანებით, მამაცმა ამერიკულმა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა სრულყოფილად შეასრულეს საგანგებოდ დაგეგმილი ძალიან რთული მისია, რომლის მიზანიც მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტის ბრძოლის ველიდან განეიტრალება იყო.

აბუ-ბილალ ალ-მინუკი, გლობალურ დონეზე ISIS-ის [ე.წ. ისლამური სახელმწიფოს] მეორე მეთაური, ფიქრობდა, რომ აფრიკაში დამალვას შეძლებდა, თუმცა მან არ იცოდა, რომ ჩვენ გვყავდა წყაროები, რომლებიც მუდმივად გვაწვდიდნენ ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ.

ის აღარ დააშინებს აფრიკის მოსახლეობას და ვეღარ დაეხმარება [ISIS-ს] იმ ოპერაციების დაგეგმვაში, რომლებიც ამერიკელებზე თავდასხმას ისახავდა მიზნად. მისი განეიტრალებით ISIS-ის გლობალური ოპერაციული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა. მადლობას ვუხდი ნიგერიის მთავრობას ამ ოპერაციაში პარტნიორობისთვის.

დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები