ISIS

პაკისტანში ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაიღუპა 39, დაშავდა 120 ადამიანი

CNN

პაკისტანში ისლამისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ ყრილობაზე აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტერორისტმა თავი პარტია JUI-F-ის წევრების გამო აიფეთქა. პარტია ქალაქ ხარში, ავღანეთის საზღვართან ახლოს პოლიტიკურ ყრილობაზე იყო შეკრებილი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია, თუმცა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, ISIS-ის სამიზნე JUI-F პარტიის ლიდერები აქამდეც ყოფილან, რადგან ისინი პარტიის წევრებს განდგომილად თვლიან.

JUI-F პარტიის ლიდერმა, მაულანა ფაზლურ რეჰმანმა აფეთქების შემდეგ "ღრმა მწუხარება და სინანული" გამოთქვა.

კომენტარები