ISIS

აშშ-ში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების, The Beatles-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ალექსანდრა კოტეი და შაფი ელშეიხი, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების მტკიცებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან 
Syrian Democratic Forces/Handout via REUTERS

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მებრძოლთა ჯგუფის სავარაუდო წევრები, ბრიტანული აქცენტის გამო ზედმეტი სახელით The Beatles, აშშ-ს სისხლის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. მათ ბრალი ედებათ ერაყსა და სირიაში მძევლების თავის მოკვეთაში. 

ISIS-ის  ოთხმა მებრძოლმა საერთაშორისო სივრცის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ამერიკელი ჟურნალისტების ჯეიმს ფოლისა და სტივენ სოტლოფის მკვლელობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნეს. მათგან ორი, ელშეიხი და ალექსანდრა კოტეი, ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში დააკავეს და აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადმოაფრინეს. კოტეი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე იყო, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის, ელშეიხის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოტენციურ სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს, მაგრამ აშშ-ის პროკურორებმა ბრიტანელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ ისინი არ მოითხოვენ სიკვდილით დასჯას ელშეიხისა და კოტეის წინააღმდეგ.

ელშეიხის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მკვლელობები დაგეგმილი და განხორციელებული იყო ემვაზის მიერ ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელობის დავალებით.

კომენტარები