ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის

თბილისის მერობის კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასევე, საკრებულოს სიაში მყოფი პირები მერობის კანდიდატის უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. ეს წესი როგორც თბილისთან, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებითაც გავრცელდება, სადაც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა. მისი განმარტებით, ერთი და იგივე პირი ერთდროულად ორ არჩევით თანამდებობაზე კენჭს არ უნდა იყრიდეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის მიერ ინიცირებული შეზღუდვა პარტიებს დააზარალებს.

"მერობის კანდიდატი ყოველთვის კამპანიის ლიდერია და ეს პარტიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სურთ, ის იძულებული გახადონ, იყოს მხოლოდ მერობის კანდიდატი და შემდგომ ვერ მოხვდეს საკრებულოში ან პირიქით - თუ საკრებულოს სიაში იქნება, როგორც მერობის კანდიდატმა კამპანიას "ორთქმავლობა" ვეღარ გაუწიოს. ეს არის ცვლილება, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის კეთდება", - განაცხადა უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

აღნიშნულ პროექტს, რომელიც უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, პარლამენტში განიხილავენ.

კომენტარები