ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართება და აქციებს სათავეში "პატრიოტთა ალიანსი" ჩაუდგება.

"საჭიროა ფიგურა, რომელიც შეძლებს, ეს პროცესი გადააქციოს პოლიტიკურ პროცესად და ეს ირმა ინაშვილი იქნება,“ - აღნიშნა თარხან-მოურავმა რუსთავი 2-ის ცნობით.

ირმა ინაშვილის თქმით კი, ამ არჩევნებმა ადამიანებს რწმენა უნდა დაუბრუნოს, რომ არჩევნებზე წასვლასა და ხმის მიცემას აზრი აქვს. 

კომენტარები