ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

გვარამია: ეს მძიმე შეცდომა იმ პარტიებს დაამთავრებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, სადაც მთავარი მონაწილეობაა, არამედ არის შემთხვევაა, "სადაც მთავარი არმონაწილეობაა, რადგან რეალური შედეგები ამ ქვეყანაში დამდგარია".

"თვითმმართველობის არჩევნები არის წინასწარ განსაზღვრული შედეგით. არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრულ შედეგზე შეხვიდე, როცა ეს შედეგი შენს წინააღმდეგაა. ეს ის შემთხვევა არ არის, სადაც მთავარი მონაწილეობაა, პირიქით, ეს სწორედ ის შემთხვევაა, სადაც მთავარი არმონაწილეობაა, რადგან რეალური შედეგები ამ ქვეყანაში დამდგარია.

ჩვენ არ გვყავს დემოკრატიული ინსტიტუციები, იმაზე უარესი საარჩევნო კანონმდებლობაა, ვიდრე 2024 წელს იყო და რეალურად, რომელიც ქართული დემოკრატიის მთავარი სატესტო ქვა იყო და საზოგადოებამ ჩააბარა, როცა თქვა, რომ არ ვაღიარებ ამ შედეგს, პოლიტიკურმა პარტიებმა ჩააბარა და ჩააბარა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც უპრეცედენტო რამ თქვა, "საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია", ახლა კი მიმდინარეობს ამ ყველაფრის გადასინჯვა. თუ არ ვარგოდა მაშინ, თუ ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, იგივეა, იგივეა ბიძინა ივანიშვილი, სასამართლო, ამიხსენით - რა ჯადო და შელოცვა იცის ადამიანმა ასეთი, რომ აზრი ჰქონდეს არჩევნებში შესვლას.

[...] დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძიმე შეცდომა იმ პოლიტიკურ პარტიებს დაამთავრებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს". - თქვა გვარამიამ.

ცნობისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე TV ფორმულას ეთერში 2 ივნისს თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი".

ადგილობრივი არჩევნების შესახებ ისაუბრა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც და თქვა, რომ ემზადება ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.

კომენტარები