პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები დაასახელა. პრემიერმა ისაუბრა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასა და დასაქმების ზრდაზე. ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
"ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით," - თქვა პრემიერმა.
პარტიის კანდიდატები იქნებიან: ქუთაისში - გიორგი ჭიღვარია; ბაღდათში - არჩილ გოგსაძე; ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი; თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე; სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია; საჩხერეში - ბენიამინ ფალავანდიშვილი; ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე; წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი; ჭიათურაში - პაატა ნადირაძე; ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე; ხონში - ლადო ჯურხაძე, ზესტაფონში -კახაბერ მახათაძე.
კვირიკაშვილის თქმით, თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიკაციის ნიშნით.
"იმერეთის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა" - თქვა პრემიერმა.