ქველმოქმედება

ლონდონის მარათონი

დღეს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ყოველწლიურ საქველმოქმედო მარათონს მასპინძლობს. მარათონში 37 ათასზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენი მონაწილეობს. თითოეული მონაწილე გარკვეული საქველმოქმედო მიზნით ცდილობს 42 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვას.  

ლონდონის მარათონი პირველად 1981 წელს ჩატარდა. ასპარეზობა მასშტაბური სპორტული დღესასწაულია. მისი დამფუძნებლები არიან ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჩარლზ ბრაშერი და უელსელი ათლეტი ჯონ დისლეი.

1981 წლიდან დღემდე ამ ღონისძიებამ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებისთვის 450 მილიონ  ფუნტ სტერლინგზე მეტი მოიზიდა.

კომენტარები