ქველმოქმედება

კლუნების საქველმოქმედო ფონდი სირიიდან დევნილი ბავშვებისთვის სკოლებს ააშენებს

Associated Press

მსახიობ ჯორჯ კლუნისა და მისი ადვოკატი ცოლის ამალ კლუნის საქველმოქმედო ფონდი სირიიდან დევნილი ბავშვებისთვის 7 საჯარო სკოლის გახსნას გეგმავს.

ფონდის განცხადებით, ისინი Google-თან, HP-სთან და UNICEF-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ლიბანში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ სირიელ ლტოლვილ ბავშვს განათლებით უზრუნველყოფს. 

ამალ და ჯორჯ კლუნების განცხადებით, ამისათვის ორგანიზაცია $2 000 000 დოლარზე მეტ შემოწირულობას გაიღებს იმისათვის, რომ მათივე თქმით "ათასობით მოზარდი სირიელი დაკარგული თაობა არ გახდეს". 

წყვილის თქმით, სირიიდან დევნილი ბავშვები "გეოგრაფიული მდებარეობისა და შემთხვევითობის მსხვერპლნი არიან".

ამალ და ჯორჯ კლუნებმა კლუნის საქველმოქმედო ფონდი გასულ წელს დააარსეს. ფონდი მიზნად ისახავს სასამართლოებში, სკოლებსა და საზოგადოებაში სამართლიანობის მხარდაჭერას.

კომენტარები