ქველმოქმედება

შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა "ციცინათელების ქვეყანას" 4 500 გირვანქა სტერლინგი გადასცეს

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა მიერ შექმნილმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Tartan Army Sunshine Appeal-მა ბავშვთა ჰოსპის ციცინათელების ქვეყანას ფულადი დონაციის სახით, 4 500 გირვანქა სტერლინგი გადასცა. შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრები თბილისში საქართველოსა და შოტლანდიის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდნენ.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, შოტლანდიელი გულშემატკივრები ციცინათელების ქვეყანას ესტუმრნენ და ბავშვები მოინახულეს.

შოტლანდიელმა გულშემატკივრებმა Tartan Army Sunshine Appeal 2003 წელს დააარსეს და ისინი ქველმოქმედებას ყველა იმ ქვეყანაში ეწევიან, სადაც შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრები გასვლით მატჩს მართავს.

ორგანიზაციამ საქართველოში ამ ტიპის დონაცია პირველად 2007 წელს განაცორციელა.

კომენტარები