ქველმოქმედება

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები 2018 წლის ყველაზე დიდი ქველმოქმედები არიან

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები

ჯეფ და მაკენზი ბეზოსებმა გასულ წელს ქველმოქმედებაში ყველაზე მეტი ფული დახარჯეს. ჟურნალ The Chronicle of Philantropy-ს თანახმად, Amazon-ის დამფუძნებელმა და მისმა ცოლმა $2 მილიარდი გადარიცხეს ორგანიზაციებში, რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარება. 

იანვარში წყვილმა განაცხადა, რომ განქორწინებას გეგმავენ, თუმცა, პროექტებში და საქველმოქმედო საქმიანობაში პარტნიორებად დარჩებიან. 

The Chronicle of Philantropy-ს მიერ გამოქვეყნებულ 50 ყველაზე დიდი დონორის სიაში მყოფმა ადამიანებმა წელს 50%-ით ნაკლები ფული შესწირეს, ვიდრე შარშან. მსოფლიოს ტოპ 50 დონორის შეწირულობები 2017 წელს $14.7 მილიარდი იყო, ხოლო 2018 წელს $7.8 მილიარდი. 

ბილ და მელინდა გეიტსებმა, რომლებმაც 2017 წელს სიაში პირველობა $4.8 მილიარდის შეწირულობით მოიპოვეს, 2018 წელს მეთორმეტე ადგილას გადაინაცვლეს. 2018 წელს მათ ქველმოქმედებაში $138 მილიონი დახარჯეს. მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი, რომლებმაც 2017 წელს $2 მილიარდი გასცეს და მეორე ადგილზე იყვნენ, 2018 წელს მეშვიდე ადგილას გადაინაცვლეს, რადგან $213.6 მილიონი შესწირეს.

კომენტარები