ქველმოქმედება

Facebook მექსიკაში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონს გადარიცხავს

Getty Images

სოციალური ქსელი Facebook-ი მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, წითელ ჯვარში 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

“მინდა, ჩემი გვერდში დგომა გამოვხატო მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. Facebook-ი, მათ დასახმარებლად, მექსიკაში არსებულ წითელ ჯვარს 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს”- წერს ზაკერბერგი.

მან ასევე აღნიშნა, რომ  facebook-ი თანამშრომლობს UNICEF-თანაც, რათა შემოწირულობებს საკომისიო გადასახადი არ დაეკისროს.

19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები