რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგარ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

ხარკოვი
ხარკოვი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგარ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნესრუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგარ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

რუსული აგრესიის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულებიც, მათი რაოდენობა ზუსტდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები