რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინელებმა ხერსონთან 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე ავრცელებს. 

"ოპერაცია ღამით დაიწყო რუსული პოზიციებისა მასიური დაბომბვით" - თქვა წყარომ, რომლის ვინაობაც  CNN-მა უსაფრთხოების მიზნით არ დაასახელა. 

წყაროს ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკაარხანგელსკოეტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა. 

"ვნახოთ როგორ განვითარდება შეტევა. მიზანი ხერსონია".- აღნიშნავს წყარო.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლის, სერგი ხლანის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

კახოვკას ჯგუფის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია,  ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს უჭერდნენ.

 

კომენტარები