თავდასხმა ჟურნალისტზე

TV PIRVELI-ს ჟურნალისტზე თავდამსხმელი ორკი სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლომ ალტ-ინფოს წევრი და ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებული მამუკა ანდღულაძე 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილმა ორკებმა ევროკავშირის დროშა 14 დეკემბერს ჩამოხსნეს და დაწვეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო მამუკა ანდღულაძე.

აქციის შემდემ, ანდღულაძემ ფიზიკურად იძალადა მასთან კითხვების დასასმელად მისულ TV PIRVELI-ს ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე.

"კიდევ ერთხელ შევახსენებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ უნდა გააგრძელოს პროცედურები, მათ შორის, უნდა შეჩერდეს მუქარა, რომელიც არაერთხელ გაგრძელდა ნატო გოგელიასა და მისი ოჯახის წევრების მისამართით". – ამბობს დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი.

კომენტარები