ალტ-ინფო

ქობულეთში აქციაზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, ალტ-ინფოდან 12 ორკი დააკავეს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ქობულეთში, პუტინისტური პლატფორმა ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებისას 12 ორკი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, პუტინისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩინებლობის მუხლებით დააკავეს. 12-ვე ორკი ამ დროისთვის იზოლატორში იმყოფება.

გუშინ, 22 მარტს, ქობულეთში ძალადობრივი პუტინისტური პლატფორმა ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ქალაქში პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებდნენ.

მათი თქმით, ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც პოლიციამ როგორც ალტ-ინფოს წევრები, ისე აქციის მონაწილეები დააკავა. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა არასრულწლოვანებსაც სცემეს.

კომენტარები