რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს

UNIAN

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ორკების სამხედრო ნაწილს დაარტყეს და საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს.  ამის შესახებ ინფორმაცია ხერსონის რაიონული საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა გაავრცელა.

"ხერსონის რაიონი. ღამე ორკებისთვის ადვილი არ იყო, ბევრისთვის კი უკანასკნელი აღოჩნდა".- წერს ხლანი.

უკრაინელებმა რუსების ბაზებზე იერიში 28 აგვისტოსაც მიიტანეს. აფეთქება ქალაქ ნოვა-კახოვკაში მოხდა. დაბომბვის შედეგად, რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა.

კომენტარები