სოფო ბუკია

ბუკია: არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლების საყრდენი ძალადობრივი ჯგუფები არ არიან

კრიმინალი და ძალადობა მართლაც ყველგან ხდება, მაგრამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება ისე, რომ სახელმწიფო ყოველდღიურად და მიზანმიმართულად აქეზებდეს საკუთარი მოქალაქეების ერთ ნაწილს მეორის წინააღმდეგ;

არ ხდება ისე, რომ ხაზგასმულად დაუსჯელნი რჩებოდნენ პატიოსან, უდანაშაულო ადამიანებზე თავდამსხმელები;

იქ არ გამოდიან პირველი პირები და მოძალადეების მხარდასაჭერ განცხადებებს არ აკეთებენ, ხოლო მინისტრები არ დარბიან ტორტებით ქვეყნის მთავარ ჰომოფობებთან და ადამიანთმოძულეებთან დაბადების დღეებზე;

არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი საყრდენი ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფები და სიცრუის გამავრცელებელი ტროლები არ არიან.

ამაშია განსხვავება "ყველგან ხდებასა" და აქ რაც ხდება, მაგას შორის. ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, სცდება უბრალოდ კრიმინალს. ეს არის სისტემური აგრესია და სახელმწიფო დანაშაული.

წერს ჯემნიუსის მთავარი რედაქტორი სოფო ბუკია Facebook-ზე.

კომენტარები