საქართველოს ევროინტეგრაცია

გაფართოების საკითხებზე კომიტეტის სხდომაზე საქართველო მიწვეული არ არის - ევროპარლამენტი

Stefan Wermuth/Bloomberg

საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2026 წლის 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახურმა ევროსკოპს მისწერა საპასუხოდ კითხვაზე, მიიწვიეს თუ არა საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ სხდომაზე.

"ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის საკითხებით შემოიფარგლოს, ხოლო ამავდროულად შენარჩუნდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან.

ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის". - ნათქვამია პასუხში, რომელსაც ევროსკოპი ავრცელებს.

კომენტარები