საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკუთარი პროევროპული მიდგომის გაფართოებით, მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ გაფართოებასა და ევროკავშირის მიერ ამისთვის მზადების აუცილებლობას. არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების დამუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპა სწორი მიმართულებით მოძრაობს. უკრაინაში შეჭრას მან (ევროპამ) იმაზე დიდი სიჩქარით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე აქამდე საკუთარ ისტორიაში. ყოყმანით დაწყების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმაც მტკიცე პროევროპული ხმა გამონახა.
საქართველოს ევროინტეგრაცია
სოროსი: არამხოლოდ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომაც უნდა მიიღონ EU-ს წევრობის უფლება
tbl.ge/60ow
დაკოპირდა

წერს მილიარდერი და ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი, ჯორჯ სოროსი საკუთარ წერილში – ჩვენი ცხოვრების ბრძოლა.
ამავე თემაზე
- ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ
- EPP მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალია
- CRRC Georgia: საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართ ოპტიმიზმი იკლებს
- ღარიბაშვილი: ჩვენ ერთგულად, სტაბულურად მივყვებით ევროინტეგრაციის გზას
- ილვესი: უნდა დაადასტუროთ, რომ ევროინტეგრაციის შეფერხების მიზეზი არ არსებობს