საქართველოს ევროინტეგრაცია

EPP მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალია

დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცეპრეზიდენტი, დევიდ მაკალისტერი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება. 

"EPP-ს ჯგუფს სწამს, რომ როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის წინაშეა, კანდიდატობის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია". – წერს მაკალისტერი. 

EPP ევროკავშირის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია. საქართველოდან მისი პარტნიორი პარტიები არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო.

გასულ დღეებში EPP-მ ენმ-ს ინიციატივით განაცხადა, რომ საქართველოში არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია.

კომენტარები