უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში რაკეტებისთვის ელექტრონიკის მწარმოებელი ობიექტი ზუსტი დამიზნების რაკეტებით დაბომბა.
"22 ივნისს უკრაინის საჰაერო ძალების დანაყოფებმა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, რუსული რაკეტების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის წინააღმდეგ დარტყმები მიიტანა. თავდასხმისას გამოყენებული იყო ჰაერი-მიწა ტიპის ზუსტი დამიზნების ფრთოსანი რაკეტები." – განაცხადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა იერიშის შემდეგ გადაღებული კადრებიც:



