რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

ხანძარი სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანში

უკრაინამ 31 მაისის ღამეს რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსულ Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

აფეთქებების ხმა ქალაქში დაახლოებით ღამის სამ საათზე გაისმა. სოციალურ ქსელებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფოტოები და ვიდეოები გაავრცელეს, რომლებზეც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა ჩანს.

ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შედეგებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე არსებობდა.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია როსნეფტის მფლობელობაშია და ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებს საწვავით ამარაგებს.

ასევე, ვრცელდება ცნობები როსტოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ მატვეევ-კურგანში მდებარე ნავთობბაზის დაზიანების შესახებ.

კომენტარები