12 მაისს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსულ საჰაერო იერიშებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 დაშავდა.
ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა და ოლქის საკრებულოს წევრი, ნიკოლაი ლოკაშუკი ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, კრივი-რიჰში 2 ადამიანი დაიღუპა (65 წლის ქალი და 43 წლის კაცი) და 4 დაიჭრა. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. დუბოვიკოვის რაიონში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, ხოლო ნიკოლაევის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა.
"ნიკოპოლის რაიონში დაზარალდა ნიკოპოლის, მარგანეცკაიას, მიროვსკაიას, პოკროვსკაიას და კრასნოგრიგორიევსკაიას თემები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი" - აცხადებს განჟა.





