საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით მიმართა.
პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ოფიციალური წერილი ევროკავშირის ელჩს დღეს, 9 მაისს გადასცა.
წერილში ზურაბიშვილი ჰერჩინსკის დახმარებას სთხოვს DMD-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების იდენტიფიცირებაში.
"იმ დროს, როდესაც ქართველი ხლხის მიმართ მხარდაჭერა სულ უფრო იზღუდება, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა DMD-ით დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს ხალხის მხარდაჭერის მიმართ". - ნათქვამია ზურაბიშვილის წერილში.
რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ, ხოლო ორ კვირაზე მეტია - ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ. მათ ოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები.
- დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
- იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.




