დიუშენით დაავადებული ბავშვები

დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ

რადიო თავისუფლება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორშაბათიდან, 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ. ამის შესახებ კახა წიქარიშვილმა შაბათის მარშის დაწყებამდე განაცხადა. დღევანდელი შაბათის მარში დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად იმართება, მისი თემაა - "მიეცით ბავშვებს წამალი!"

კახა წიქარიშვილის განცხადებით, ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე აქცია გაიმართება, დანარჩენ დღეებში კი მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი მშობელი მაინც გაათევს ღამეს წამლის მოთხოვნით.

შეგახსენებთ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს კარვების გაშლაზე უარი უთხრეს.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება. 

რამდენიმე თვეა მშობლები წამალის მოთხოვნით აქციებს მართავენ. 

კომენტარები