რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-მ რუს ბანკირსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს, სანქციები მოუხსნა

Bloomberg

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, 3 აპრილს ამერიკამ სანქციები მოუხსნა ცნობილ რუს ბანკირსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს, თუმცა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუმარტა, რომ ეს შემთხვევა არ წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის ზოგად ცვლილებას. 

Reuters-ს კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ზადორნოვმა, რომელიც აშშ-მ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაასანქცირა, აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს (OFAC) წარმატებით მიმართა პეტიციით, რათა ჩვეულებრივი პროცესის გავლით სანქციების სიიდან ამოწერილიყო. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, "სანქციების დაწესების მსგავსად, ადამიანებისთვის მათი მოხსნა ან სიიდან ამოღება წარმოადგენს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს". მან ასევე დაამატა, რომ სანქციების მიზანი არა დასჯა, არამედ ყოფა-ქცევაში ისეთი "პოზიტიური ცვლილების გამოწვევაა," რომელიც აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში შედის. 

კომენტარები