რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შსს: ყულევის სანაპიროზე გამორიყული დრონის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ

World Military/ანალიტიკას მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ყულევის სანაპიროზე რუსული დრონია ასახული

შსს-მ სოფელ ყულევის სანაპიროზე გამორიყული დრონის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.

მანამდე, Facebook გვერდმა World Military/ანალიტიკამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ყულევის სანაპიროზე, სოკარის ტერმინალის სიახლოვეს, რუსული Gerbera-ს ტიპის დრონია გამორიყული.

სავარაუდოა, რომ აღნიშნული დრონი შავ ზღვაში ჩავარდა, რის შემდეგაც ის დინებამ სანაპიროზე გამორიყა.

კომენტარები