რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

УП: უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტზე იერიშის დროს რუსული ხომალდები დააზიანა

Українська правда-ს წყაროები სპეცსამსახურებიდან ამბობენ, რომ ნოვოროსიისკის პორტზე წარმატებული იერიშის დროს უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა, თავდაცვის ძალებთან ერთად, რუსული ხომალდები დააზიანეს. რუსულ პორტზე თავდასხმა 2 მარტს მოხდა.

წყაროს თქმით, უთავდასხმის შედეგად დაზიანებულია გამნაღმველი გემი ვალენტინ პიკული და სერიოზულად დაზიანებულია კიდევ ორი წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდი: ეისკი და კასიმოვი. ამავე ცნობით, შემთხვევას ემსხვერპლა სამი რუსი მეზღვაური, 14 კი დაიჭრა.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, იერიშის დროს დაზიანდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-300-ის რადარი, Панцирь-С2-ის ტიპის საზენიტო დანადგარი და შვიდიდან ექვსი ნავთობის რეზერვუარი ტერმინალ შესხარისში. ხანძარი პორტში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

 

კომენტარები