11 თებერვალს უკრაინამ რუსეთში, ვოლგოგრადში მდებარე ლუკოილის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ნავთობის ქარხანაზე იერიში დაადასტურა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა. მან სოციალურ ქსელში ქარხანაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ დაწერა. გუბერნატორის თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
იერიშის ამსახველი კადრები რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა.
ლუკოილის ქარხანა ვოლგოგრადის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოა, რომლის სიმძლავრე 15 მილიონ ტონას შეადგენს.





