რუსული რეჟიმი

ჩეჩინს, გრიბულსა და კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშის გამო ახალი ბრალი წარუდგინეს

ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული, სერგეი კუხარჩუკი
პუბლიკა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშის გამო პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.

ინფორმაციას ტაბულას ანტონ ჩეჩინის ადვოკატი, მარიამ ჯიქია უდასტურებს.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დებულებაში ბანქო აკრძალული ნივთების სიაშია. ჩეჩინი, გრიბული და კუხარჩუკიც სწორედ აქ იხდიან სასჯელს.

კომენტარები