რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი ნაწილი დასრულდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი ნაწილი დასრულდა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის ცნობით, აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიები ხვალ გაგრძელდება, რაც წინასწარვე იყო დაგეგმილი.

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა "ღირსეული და მდგრადი მშვიდობის" მიღწევა იყო.

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის ომის დასრულების პარამეტრებსა და ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ ლოგიკაზე". - წერს უმეროვი X-ზე.

კომენტარები