აშშ-პოლონეთი

ტუსკი: დათმობა სისუსტის ნიშანია, ევროპა არ შეიძლება, თუნდაც მოკავშირესთან, იყოს სუსტი

დათმობაზე წასვლა ყოველთვის სისუსტის ნიშანია. ევროპას არ აქვს იმის ფუფუნება, იყოს სუსტი, არც მტრების და არც მოკავშირეების მიმართ. დათმობაზე წასვლა ნიშნავს, რომ შედეგი არ იქნება, მხოლოდ დამცირება. ამ მომენტში საჭიროა ევროპული სიმტკიცე და თავდაჯერებულობა. 

წერს პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი X-ზე. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

კომენტარები