აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) ცნობით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთის მთავრობისთვის ჯაველინის სარაკეტო სისტემების შესაძლო მიყიდვის ნებართვა დაამტკიცა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 780 მილიონი დოლარია. მთავარი კონტრაქტორები RTX-ის კორპორაცია და კომპანია Lockheed Martin არიან.
"ეს შეთანხმება ხელს უწყობს NATO-ს წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას." - წერია პენტაგონის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ახალი აღჭურვილობა განაახლებს პოლონეთის მოძველებულ გამშვებ სისტემებს და გააფართოებს მის თავდაცვით არსენალს, რაც ვარშავას სამომავლო საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.
მანამდე პოლონეთის მთავრობამ 2 506 ერთეული FMG-148F ჯაველინის რაკეტისა და 253 ჯაველინის მსუბუქი გამშვები დანადგარის შეძენა მოითხოვა. DSCA-მ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის აღჭურვილობის მიყიდვა არ შეცვლის რეგიონში არსებულ ძირითად სამხედრო ბალანსს.





