რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინული დაზვერვის თქმით, მათ ორ რუსულ Су-30 ტიპის ავიაგამანადგურებელს ცეცხლი წაუკიდეს

ხანძარი Су-30 ტიპის თვითმფრინავებთან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, 21 დეკემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ ლიპეცკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ძვირადღირებული Су-30 ტიპის ავიაგამანადგურებელი დაზიანდა.

უკრაინული დაზვერვის სამმართველოს განცხადებით, ხანძარი უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაჩნდა. მათი თქმით, ოპერაციის მიზანი აგრესორი სახელმწიფოს ორივე სამხედრო თვითმფრინავის მწყობრიდან გამოყვანა იყო, რაც წარმატებით შესრულდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისიტროს ცნობით, ლიპეცკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სპეციალური ოპერაციის დაგეგმვას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა.

უკრაინის დაზვერვამ ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა:

  • https://www.youtube.com/watch?v=BuuhoJDdaas&t=18s

კომენტარები