რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერმა საზღვაო დრონების წარმოებაზე შეთანხმება გააფორმეს

X

20 დეკემბერს კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პორტუგალიის პრემიერმინისტრმა, ლუის მონტენეგრომ საზღვაო დრონების ერთდროულად წარმოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

"დღეს უკრაინამ და პორტუგალიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს საზღვაო დრონების წარმოების მიზნით პარტნიორობის დამყარების შესახებ. ჩვენ ამას ხელი პორტუგალიის პრემიერმინისტრთან ერთად მოვაწერეთ, რომელიც დღეს პირველი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება." - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

მისი თქმით, დრონების წარმოება უკრაინის "თავდაცვითი ძალისხმევის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ სფეროს" წარმოადგენს. "ჩვენი ევროპის მასშტაბით უნდა არსებობდეს საკმარისი ძალა, რათა მოხდეს ნებისმიერ საფრთხესთან გამკლავება და თანამედროვე დრონები თავდაცვის რეალური ინსტრუმენტია." - დაამატა მან. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პორტუგალიას ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის €90 მილიარდის გამოყოფის მხარდაჭერისთვისა და PURL-ის ინიციატივაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც უკრაინას ამერიკული იარაღის შესყიდვის შესაძლებლობას ანიჭებს. 

კომენტარები