რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაერთიანებულმა სამეფომ სამი რუსული ნავთობკომპანიის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

გაერთიანებულმა სამეფომ 18 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გააფართოვა და შედარებით მცირე ზომის რუსულ ნავთობკომპანიაზე ახალი სანქციები გამოაცხადა

გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუსული ნავთობის მომპოვებელი კომპანიები, Татнефть, Русснефть და NNK ენერგოსექტორში ოპერირებით "რუსეთის მთავრობის მხარდაჭერის ან მისგან სარგებლის მიღების გამო" დასანქცირდნენ. 

Татнефть-ის ნაწილობრივი მფლობელი რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის მთავრობაა. NNK-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კი Rosneft-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ედუარდ ხუდაინატოვია. ამასთანავე, კომპანია Русснефть-ს კავშირები აქვს რუს მილიარდერ მიხეილ გუცერიევთან. 

რუსული ნავთობკომპანიების გარდა გაერთიანებული სამეფოს ახალი სანქციები შეეხო ნავთობის ბიზნესში ჩართულ მილიარდერ მაგნატს, მურთაზა ალი ლახანისაც, რომლის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ შეზღუდვები ევროკავშირმაც გამოაცხადა.

ცნობისთვის, ოქტომბერში გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას - Rosneft-სა და Lukoil-საც - დაუწესა მას შემდეგ, რაც იგივე ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციამაც გადადგა. 

კომენტარები