რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი ვერ გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება NATO-ს წევრი - რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე
Agencja Wyborcza.pl / REUTERS

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თქვა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება კიევის ნატოში გაწევრიანების მცდელობაზე.

"რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება აქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი" - თქვა რუტემ ესპანურ El País-თან და გერმანულ RND-თან ინტერვიუში.

ალიანსის დამფუძნებელი ვაშინგტონის ხელშეკრულება "ნებისმიერ ევრო-ატლანტიკურ ქვეყანას აძლევს გაწევრიანების უფლებას" - დაამატა მან.

ცნობისთვის, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სამშვიდობო გეგმაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდებოდა.

კომენტარები