რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: აშშ-ს 28-პუნქტიანი გეგმა რუსული დოკუმენტის მიხედვით დაიწერა

Kristina Kormilitsyna/Sputnik/AP Photo

სამი ინფორმირებული წყარო Reuters-ს უყვება, რომ უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტი რუსული დოკუმენტის მიხედვით იყო შედგენილი, რომელიც მოსკოვმა ტრამპის ადმინისტრაციას ოქტომბერში მიაწოდა.

წყაროების თქმით, რუსმა მაღალჩინოსნებმა ეს დოკუმენტი, რომელშიც ომის დასრულებისთვის მოსკოვის პირობები იყო ჩამოწერილი, აშშ-ს მაღალჩინოსნებს ოქტომბრის შუა რიცხვებში გაუზიარეს, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა.

Reuters-ის მიხედვით, არაოფიციალური კომუნიკაციით მიწოდებული დოკუმენტი, იმავე ენას შეიცავდა, რომელსაც რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე იყენებდა, მათ შორის დათმობებს, რომლებსაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, რატომ და როგორ დაეყრდნო ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ დოკუმენტს საკუთარი გეგმის ჩამოსაყალიბებლად. წყაროების თქმით, მას აშშ-ს ზოგიერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, განიხილავდნენ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მოსკოვის მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი იქნებოდა.

წყაროების ცნობით, დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც დოკუმენტი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ კვირაში ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ აღიარა, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-ს უამრავი არაოფიციალური დოკუმენტი ჰქონდა ჰქონდა მიღებული, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

კომენტარები