გამოცემა Reuters-ის ცნობით, რუმინეთისა და უკრაინის საზღვართან რუმინეთმა და გერმანიამ NATO-ს გამანადგურებლები მას შემდეგ ააფრინეს, რაც პირველად, რუმინეთის საზღვრების სიღრმეში დრონი შეიჭრა. ბუქარესტმა დრონის შეჭრა "რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯად" შეაფასა.
თავდაცვის მინისტრმა იონუტ მოშტეანუმ თქვა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონის ჩამოგდებასთან NATO-ს პილოტები ახლოს იყვნენ, თუმცა თავი შეიკავეს, რათა ხმელეთზე ზიანი არ გამოეწვიათ.
"ჩვენ საქმე გვაქვს რუმინეთის წინააღმდეგ რუსეთის ახალ პროვოკაციასთან, დრონთან, რომლის ჩამოგდებაც რუმინეთის არმიამ და გერმანულმა Eurofighter-ებმა ერთობლივი მუშაობით სცადეს. ჩემი ვარაუდით, პილოტებმა პოტენციური შედეგობრივი ზიანი გაანალიზეს და გადაწყვიტეს, საპასუხოდ არ ემოქმედათ." - თქვა მოშტეანუმ.





