NATO-რუსეთი

ზახაროვა: NATO-ს ბალკანეთის კონტროლი და რუსეთ-სერბეთის მტკიცე კავშირის გაწყვეტა სურს

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ NATO-ს ბალკანეთის საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა და რუსეთისა და სერბეთის მტკიცე კავშირების გაწყვეტა სურს.

"NATO ბალკანეთს მუდმივად განიხილავს არა უბრალოდ საკუთარი ინტერესების ზონად, არამედ როგორც მორიგ 'მსურველთა კოალიციას'. მათ ბალკანეთი სურთ. მათ არა ბალკანეთში ან ბალკანეთთან მუშაობა, არამედ უბრალოდ მისი დაუფლება სურთ. ისინი ვერც კი მალავენ ამ სურვილს. მათთვის ეს არის ფორპოსტი, რომელიც ასევე უნდა დანებდეს. მიზანია მისი სრულად საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა და მისი გამოყენება მხოლოდ NATO-ს ალიანსის ინტერესებისთვის.

სერბეთის მიმართ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. ისტორიული ინტერესი. ინტერესი, რომელიც გამოიხატება იმ მისწრაფებაში, რომ ჩვენთვის მეგობრული ეს სახელმწიფო რუსეთს ჩამოაშორონ. ისინი ამას არც მალავენ. ვერ აცნობიერებენ, რომ რუსეთთან დაშორებით სერბეთს თავადვე ანაწევრებენ" - თქვა ზახაროვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუს და სერბ ხალხებს ისეთი მტკიცე ისტორია აკავშირებთ, რომ როგორც კი სერბების მიმართ რუსეთის შესახებ "დეზინფორმაციის შხამის შეყვანას დაიწყებენ, ამას ყველაზე მძიმე შედეგები მოჰყვება, რადგან სერბული ორგანიზმი ამას ვერ მიიღებს".

კომენტარები