რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: აშშ და უკრაინა ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის ტრამპის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს" – ამბობს პესკოვი. 

ცნობისთვის, 23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც აშშ-ს 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებას ეხებოდა, მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად" შეაფასეს. 

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ "განახლებული და დახვეწილი" დოკუმენტი შეიმუშავეს.

ამასთან, მათი განცხადებით, მხარეები ერთობლივი წინადადების შედგენაზე მუშაობას აგრძელებენ, ხოლო სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები მიიღებენ. 

კომენტარები