რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა, დაღუპულია 8 პირი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიშის შედეგად კიევში 6, ხოლო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩორნომორსკში 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა იერიში 430 დრონითა და 18 რაკეტით მიიტანა. ომის დაწყებიდან ეს დედაქალაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. 

უკრაინის ინფორმაციით, დრონებისა და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევებმა ქალაქის 9 რაიონში დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, სამედიცინო დაწესებულება და ადმინისტრაციული შენობები.

კომენტარები